Sunday 6 October 2013

აღთქმები და როდის უშლიან ისინი ხელს ცვლილებებს

აღთქმები და  როდის უშლიან ისინი ხელს ცვლილებებს

ცვლილება ზოგჯერ კარგიც კია

 როცა ამას ვწერ, სახლში სარეცხი მანქანა წყნარად ტრიალებს და ყველაფერი ისე შინაურული და მშვიდია, როგორც მხოლოდ სახლში იცის ხოლმე. რადიოს ხმა მესმის, გადმოსცემენ, რომ რომის პაპი გადადგომას აპირებს. თამამი ნათქვამი იქნება: დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში იძულებული ვარ ვაღიარო ჩემი უუნარობა ჩემს მიმართ დაკისრებული სამსახურის შესასრულებლად.
აქ მთავარი თემა არის ცვლილება. ცვლილება, თავის ნებაზე მიუშვა მოვლენები, დაინახო გარკვევით რომ გარკვეული სოციალური, პოლიტიკური თუ კულტურული სისტემები არანაირ მიზანს არ ემსახურებიან, მხოლოდ და მხლოლოდ ეფუძნებიან წარსულში დადებულ აღთქმებს. ჩემი პირადი მოგზაურობა საქართველოსთან ერთად ამ თემას ასახავს. მეც დავდევი აღთქმები 2010 წელს, რომ ვყოფილიყავი ერთი ქართველი კაცის გვერდით, რომელმაც თავის მხრივ დადო აღთქმა ყოფილიყო ჩემს გვერდით და ერთად გვეზრუნა ქართული მუსიკისა და ტრადიციების შესანარჩუნებლად და სათუთად მოგვევლო მათთვის. ეს ქართველი კაცი განასახიერებდა თავის თავში ( ან მეუბნებოდნენ რომ ასე იყო) თუ რამ ჭეშმარიტი და კეთილშობილი იყო ქართველობასთან დაკავშირებით. ამ აღთქმამ , უკვე გატეხილმა, შემბოჭა და ძალა და თვალისჩინი გამომაცალა, რომ შემემჩნია შეცვლის შესაძლებლობა, ჭირსა და ვარამში მამყოფა. ახლა ვხვდები ამ აღთქმების მიზანსაც. ეს ჩემთვის ძალის წასართმევად იყო მოფიქრებული, ძალის, ხმის ან ჩემი შესაძლებლობის, იმ ძალის,რომელიც მანიშნებს ხოლმე როდის არის საჭირო ცვლილება.

ხახვის ფცქვნისა არ იყოს, თანდათანობით რომ  ახალ-ახალი შრე ჩნდება, ასე ნელნელა თვალნათელი ხდება ახლა თუ  რა საზიანო შედეგი მოჰყოლია სააკაშვილისა და  წინა ქართული მთავრობის ლტოლვას  ქართული კულტურის ბევრი ასპექტის გადასავლურებისაკენ ქალთა მიმართ დამოკიდებულებაზე ქართულ საზოგადოებაში. საზოგადოებს ჰქონდა უარყოფითი და თითქოს მალული, ცბიერი რეაქცია ყველაფერ იმაზე, რაც ხალხს უფლებასა და ძალას ანიჭებს. ზოგიერთი დასავლური იდეალი აქ  ყველაზე კარგი ვარიანტია თუ სასაცილოდ აიგდეს და ცუდ შემთხვევაში კი ისინი საერთოდ იგნორირებულია. ამას განსაკუთრებით ხაზი გაესვა მაშინ( ამ რამდენიმე დღის წინ), როცა ქალის (რომელიც საპროტესტო აქციას ესწრებოდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თბილისში)დასისხლიანებული  სახე გამოჩნდა სატელევიზიო ეკრანზე და ფეისბუქის გვერდებზე. ეს იყო ძალადობის ზოგადად დაგმობის აქცია, რასაც თან მოჰყვა ზოგ-ზოგიერთების მხრიდან ამ ქალის განკითხვა, რომელიც შემდეგ ბევრმა გაიმეორა, რომ ქალის ადგილი არ იყო საპროტესტო აქციაზე.
მადლობა ღმერთს ის ქალი იქ იყო მაშინ.

 მან აირჩია იქ მდგარიყო, რადგან აშკარად გრძნობდა ამის ძალას, და ძალას, რომ მისი ხმა დაემატებინა იმ ხალხის ხმებისთვის, რომელიც ქუჩაში გამოსულიყო. ეს დემოკრატიაზე მიუთითებს. არ არსებობს გარანტიები უსაფრთხოდ ყოფნისა, როცა საპროტესტო აქციაში იღებ მონაწილეობას, არ არსებობს ამის კონტროლი, ის შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს და ზოგჯერ სახიფათოც. ეს ამ ქალმა იცოდა. როგორ ეგუება ქართული კულტურა ცვლილებას, რომ ქართველი ქალები უკვე  სახალხოდ გამოდიან და ხმას იმაღლებენ საპროტესტო აქციებზე? თუ ქართველი კაცების უმრავლესობას და ქალებსაც დავუჯერებთ ეს ქმედებები  იგმობა. მე ბევრ ქართველ ქალს ვიცნობ, რომლებიც თავიანთ ხმებს იყენებენ რათა სასიკეთო ცვლილებები მოხდეს. მაგალითად, ქალები ქალთა ფონდიდან, რომლებიც ღიად საუბრობენ ქალების პრობლემებზე, მათ სექსუალობაზე ტელევიზიით, ვიცნობ აგრეთვე ქართველ ქალებს, რომლებიც ასწავლიან ინგლისურს და ცდილობენ იყვნენ ფინანსურად თუ აკადემიურად ძლიერები დასავლელ ხალხთან ურთიერთობის დამყარების მცდელობით. ვიცნობ ტელეწამყვანებს, რადიო წამყვანებს, აკადემიკოსებს, საბანკო სექტორში მომუშავეებს, ხელოვნების სფეროში, თეატრში, ადმინისტრაციაში. უმეტესობა ამ ქალებისა უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს ვიდრე მათი მეუღლეები. ვიცნობ ქალებს ,რომლებიც მიატოვეს, გამოიყენეს და შემდეგ მიაგდეს, განკიცხულებს ეკლესიიდან, ოჯახიდან, და მათი კულტურიდან. ამ კულტურაში ეს აღთქმები ისეთ წარსულში ჩამოყალიბდა დღევანდელობასთან რომ აღარანაირი კავშირი აქვს, მაგრამ მათ დაცვას ზოგი დაჟინებით მაინც აგრძელებს.

 ბევრ ქართველ ქალს უნდა შეიცვალოს და  შეძლოს პროტესტის გამოხატვა ყველა იმ საკითხში, რასაც ხალხი ჩვეულებრივ აპროტესტებს  ხოლმე. და ისინი, პეპლების მსგავსი ნაზი არსებები, სინამდვილეში წარმოუდგენლად ძლიერები არიან და თანდათან მათი სურვილის შესაბამისად იცვლებიან კიდეც. ისინი ამ იძულებით კულტურას მალე უკან ჩამოიტოვებენ. მე მათ ტაშს ვუკრავ.

იმ ქალებს კი, რომლებსაც ეშინიათ და მახეში გაბმული ჰგონიათ საკუთრი თავი და ირჩევენ ერთგულები დარჩნენ იმ აღთქმების, რაც ქალთა უფლებების შესაზღუდად არის შექმნილი, ვეტყოდი, თქვენს თავში უნდა იპოვოთ ძალა, უნდა იყვეთ მტკიცეები და ურყევები, ერთ იდეას ყველაფერს ნუ ანაცვალებთ, არამედ უნდა იბრძოლოთ ერთად მომავლისათვის. და თუ თქვენ ნებას მომცემთ, მეც თქვენს გვერდით დავდგები.

იმედი მაქვს ქართულის საზოგადოება როგორც ერთიანი სხეული შეძლებს მოახდინოს კულტურის შეცვლა, და როგორც რომის პაპი, ისიც დაინახავს, რომ მივიდა იმ ადგილას, საიდანაც აშკარად გამოჩნდა საკუთარი მსახურების გაგრძელების უუნარობა, მიხვდება ,რომ წარსულში დადებული აღთქმები გზას უღობავს მომავლისკენ სიარულში. და მჯერა და ვლოცულობ საქართველოსთვის, რომ ის შეძლებს დადებითად რეაგირებას და კარს გაუღებს ცვლილებებს, რომლებიც მხოლოდ სიკეთეს მოუტანს მას.  

სარა


No comments:

Post a Comment