Friday 8 November 2013

ქართველი გრძნეული ქალი The Georgian Witch



ახლახანს წავიკითხე გერმანიის გუნდერ ვერნერ ინსტიტუტის სტუდენტის ანი ჩანკოლაძის სტატია http://www.gwi-boell.de/web/democracy-cultural-stereotypes-women-georgia-society-rolls-3127.html  ქართველი კაცების მიერ ქართველი ქალების კატეგორიზაციის შესახებ. საუბარია 4 კატეგორიაზე: წმინდა ჭურჭელი, ფაიფურის თოჯინა, კარამელის კანფეტი და ძუკნა.

არაქართველი ქალები ქართული ეკლესიის მიერ განისაზღვრებიან, როგორც თანამედროვე ქალები. საქართველოს თანამედროვე პატრიარქალურ_ორთოდოქსული საზოგადოების მიერ ამ ჯგუფში შემავალი ქალები მიიჩნევიან დასავლელებად. და თუ ისინი დასავლელები არიან ესე იგი ისინი არიან კახპები.

ამას უბრალოდ, ისევ გავიმეორებ. დასავლელი ქალები არიან კახპები.
ქალთა კატეგორიზაცია ქალწულებად ან კახპებად ნებისმიერი საზოგადოებისთვის „არ-ახალია, ძველია“. ამის დასტურად გამოდგება ლილიტის არსებობა ბიბლიურ მითოლოგიაში. თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთ ინგლისურის ლექტორთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ მან ეს ფაქტი საერთოდ არ იცოდა და  ასეთი პერსონაჟის არსებობაც კი სრულიად უარყო. (1) ეს ქალწულისა და კახპის ურთიერთ დაპირისპირება კი  უკვდაყოფილია ეკლესიის მიერ ქალების განსასაზღვრად და სოციალური კონტროლის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს. ასე, რომ კარამელის კანფეტისა და ძუკნის შესახებ ზემოთხსენებული ჩანკოლაძის სტატია საკმაოდ განმანათლებლურ ხასიათს ატარებდა ჩემთვის.

ისევ ჩემი დავითთან ურთიერთობა მახსენდება და ვხვდები თუ როგორი რთული იქნებოდა მისთვის ამ კატეგორიებიდან რომელიმეში ჩემი მოთავსება, თუმცა მან ბოლოს მაინც კარამელის კანფეტი არჩია. რომ წარმოვიდგენ „გემრიელად“ აღქმულს ჩემს თავს, ტანში ჟრუანტელი მივლის. მაშინ ამას აღვიქვამდი როგორც უცნაურ ქართველურ საქციელად, დასაქორწინებლად გამზადებულ წყვილს შორის არსებული ინტიმურ ენად, თუმცა, ეს მაშინაც ოდნავ დამამცირებელი მეჩვენებოდა . იორკშირში ვცხოვრობ და მეტსახელი  „ chick “ საალერსოა ორივე სქესისათვის და ორივე სქესის მიერ გამოიყენება. ასე, რომ ცხოველთა კონოტაციებს აღარ ვაქცევდი ყურადღებას.

ახლა უკვე კარგად ვისწავლე და ვაგრძელებ კიდევ იმის შესწავლას, თუ როგორ ხედავენ ქართველ ქალებს ქართველი მამაკაცები და ყოველივე ამას რა ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს,უფრო მეტიც, ამაზე წერა დავიწყე.  წარმომიდგენია, ჩემი სტატუსიც შეიცვლებოდა ამასობაში, მე ახლა უკვე ძუკნა ვარ. მხოლოდ განსხვავება იმაშია, რომ მე ძუკნა ვერ ვიქნები, რადგან ის შეიძლება მხოლოდ ქართველი იყოს, მაშინ ამ ლოგიკის მიხედვით გამოვდივარ კახპა. ყოველ შემთხვევაში ასე იქნება, თუ ქართველ კაცებს მიეცი უფლება მოგათავსონ თავიანთ კატეგორიებში.

მათ შევთავაზებდი ალტერნატივას. მას, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა ქალისთვის ყველა ქვეყანაში და კულტურაში. მე მინდა ქართველმა ქალებმა გადააბიჯონ გენდერულ სტერეოტიპებს და მიუჩინონ საკუთარ თავს ადგილი საზოგადოებაში.
იყავით გრძნეულები.

გრძნეულების ყოველთვის კი არ ეშინოდათ და სულ ზიზღს კი არ იწვევდნენ. ისტორიის მანძილზე გრძნეული და ბრძენი ქალი ასოცირდებოდა დედამიწასთან კავშირში, წელიწადის დროებთან, მას გააჩნდა ბუნებისათვის სიცოცხლის მიმნიჭებელი ძალა. ეს კაცების დამსახურებაა საუკუნეების მანძილზე ამ ქალების დემონიზაცია, მათი ბნელ ძალებთან გაიგივება. მათთვის ასე იყო ხელსაყრელი. ძირითადად,  ქალების სექსუალობისა და ამ ძალის გამო გამოწვეული შიში იყო ამის მიზეზი. მე აქ სექსუალობაში  ინდივიდუალობის ნაწილს ვგულისხმობ. ქალი თავისი საკუთარი უფლებით და არა  მისი მდგომარეობით თუ ოჯახით განსაზღვრული უფლებით (ოჯახით, რომელიც მზადაა მიატოვოს და მიაგდოს ის თუ პირველ ადგილზე კოლექტივს არ დააყენებს) მათი სტატუს ქვოსათვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს.
ამ წუთებში საპრეზიდენტო არჩევნებია საქართველოში. ქალი მხოლოდ ერთი კანდიდატი არის (თუ უკვე იყო) ნინო ბურჯანაძის სახით. ეგზიტ პოლის ბოლო მონაცემებით მას ხმების 8% ჰქონდა. ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრების მხოლოდ 11% -ია ქალი. კარგად ფესვგადგმული და ჩვეული ბარიერები აქვთ ქალებს გადასალახი, სანამ მათთვის ოჯახის მოვლის გარდა სხვა პრიორიტეტებიც გამოჩნდება.  ქალების უმრავლესობა ოჯახის მარჩენალია დღესდღეობით და  საღამოს, სამსახურის შემდეგ მათ სახლში მიეჩქარებათ, ისევ საქმეებისთვის, მხოლოდ ამჯერად საოჯახო საქმეებისთვის. ორმაგი ტვირთი. ბავშვებზე ზრუნვა კი მიანდეს ბებიებს და ბაბუებს. ამასობაში კი კაცები უფრო მეტად უძლურდებიან და მთელ თავის დროს სმაში ატარებენ, რაშიდაც ცოლის ხელფასი ეხმარებათ. ბებიები და ბაბუები კი საბჭოთა, არქაულ დამოკიდებულებას გადასცემენ შვილიშვილებს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე. ხშირად მხოლოდ ბავშვები არიან ისინი, ვინც ნებისმიერი პოზიტიური  ცვლილებისათვის ღიაა, არადა ამ შემთხვევაში გაილანძღებიან და მოხვდებათ კიდეც თუ არსებულ წესს და აზრს გადააბიჯებენ.

რა მოხდებოდა, რომ ქართველ ქალებს შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ (6-7)(რომელიც ამჟამად გენდერული კონტროლის განსამტკიცებლად უფრო გამოიყენება) გადმოცემულ სიყვარულის მსგავს სიყვარულზე არ ეოცნებათ, არამედ  შეესწავლათ უფრო მეტი რამ, თავიანთ უფრო ძველ კულტურაში არსებულ უძლიერეს ქალებზე, ანინასა და დანანას მსგავს ქალღმერთებზე, “ და-ნანა“  ძველი სპარსული(ირანული)დან მოდის, მისი ფუძე სიტყვაა: „ანაჰიტა“. „ანაჰიტა“ წყლების, და აგრეთვე ნაყოფიერების, მკურნალობის და სიბრძნის ქალღმერთი იყო. რა მოხდება თუ ქართველები გაიგებენ, რომ მათი წინაპრები თაყვანს სცემდნენ შუმერული ქალღმერთის ინანას ძალას, ომისა და სიყვარულის ქალღმერთს, რომელიც ყველა კაცისა თუ ქალის გვერდით თანასწორად იდგა.(8-9)

საინტერესოა, თუ იგრნობდნენ ქართველი ქალები თავს უფრო ძლიერებად და ერთმანეთის მხარდამხარ  ამ უძლიერეს ღვთაებებზე, ბრძენ ქალებზე და გრძნეულ ჯადოქრებზე რომ იცოდნენ რაიმე , რომლის შთამომავლებიც არიან?
არსებობს ძველი ქართული მითი, რომელშიც ქალი არც კი ფიგურირებს. ეს არის მითი იმის შესახებ, თუ როგორ დააგვიანეს ქართველებმა ღმერთის მიერ სხვადასხვა ერებისთვის მიწების დარიგებაზე. ქართველებს პურობა ჰქონდათ და სადღეგრძელოებს უძღვნიდნენ ღმერთს(რომელშიც, როგორც წესი მხოლოდ კაცები მონაწილეობენ), რის გამო დააგვიანდათ კიდეც, მათთვის მიწა აღარ დარჩენილიყო დედამიწაზე. მაშინ ღმერთმა მისცა მათ, ის, რაც თავისთვის შეენახა.

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ახლახანს იქნა არჩეული ქვეყნის ახალ პრეზიდენტად. ახალი პრემიერ მინისტრი კი ივანიშვილის მიერ არჩეული მარიონეტი, მომავალ კვირას, ამ დროს დაინიშნება პრემიერად. საინტერესოა ეს კაცები, საიდუმლო გარიგებაში მყოფი ორთოდოქსულ ეკლესიასთან, რას მოიმოქმედებენ, რომ წინაღუდგნენ ქართველ ქალთა მიერ თავიანთი დიდებული ისტორიული დების, ბრძენი, გრძნეული ქალების შესახებ შემეცნებას.
ქალები უნდა გახდნენ გრძნეულები და ამის საშუალება მათ უნდა მისცეს განათლებამ, მედიამ, ახალმა ლიტერატურამ, ხელოვნებამ და პოლიტიკამ.
მე ვიცი.... ქართული ოცნება სარაზე

1                     http://www.lilithgallery.com/library/thefearoflilith.html Lilith
3                     https://www.youtube.com/watch?v=cFNkHrSM6pI History of Witches
6                     http://www.youtube.com/watch?v=RtqZPhrLMjY The Knight in the Panter’s Skin trailer  
9                     http://en.wikipedia.org/wiki/Ainina_and_Danina



No comments:

Post a Comment